Wednesday, August 27, 2014

ფილტრი და მისი რეჟიმები

საერთოდ აუზებისთვის ფილტრების 3 ძირითადი სახეობაა. ესენია  კარტრიჯული, ქვიშის და დიატომიტის ფილტრები.ამ სამიდან, ქვიშის ფილტრი ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია ვინაიდან იაფია, მარტივი და ხარისხიანადაც წმინდავს წყალს. კარტრიჯული ფილტრი (დაბინძურებულ ფილტრს წმინდავენ ან ცვლიან ახლით) ქვიშის ფილტრთან შედარებით უკეთესად წმინდავს მაგრამ არა ისე როგორც დიატომიტის ფილტრი. დიატომიტი ესარის პატარა გაქვავებული ზღვის ორგანიზმები, მიკროსკოპული წყალმცენარეები.
დავიწყოთ პირველით.
არსებობს სხვადასხვა ზომის და ფორმის ქვიშის ფილტრები, მუშაობის პრინციპი კი ყველგან ერთია.




















აქვს 6 პოზიციანი ვინტილი. (6-way valve) რეჟიმების შეცვლის წინ აუცილებელია გამოვრთოთ პომპა და ასევე დაველოდოთ სანამ მილებში დაწყნარდება წყალი.














პირველი მთავარი რეჟიმია FILTER - ფილტრაცია, ძირითადად ვამუშავებთ ამ რეჟიმში. ვიცით უკვე რომ ამ დროს აუზიდან წყალი პომპის საშუალებით ხვდება ფილტრში, სადაც იწმინდება და შემდეგ უბრუნდება ისევ აუზს. არ აქვს მნიშვნელობა ფუნქციონირებს აუზი თუ არა – ფილტრაცია ყოველთვის ჩართული უნდა იყოს. 






















შემდეგი რეჟიმია BACKWASH.  აუზის დატვირთვის მიხედვით, ქვიშა საჭიროებს პერიოდულ გარეცხვას, დაბინძურების შედეგად ვეღარ ატარებს ისე თავისუფლად წყალს როგორც ადრე, და შესაბამისად წნევა(ფილტრს უყენია მანომეტრი) იზრდება.ამიტომ საჭიროა ჩავატაროთ ეს მოკლევადიანი პროცედურა. წყალი ამ შემთხვევაშიც პომპის საშუალებით ხვდება ფილტში, მაგრამ მოძრაობს ქვევიდან ზევით, შემდეგ კი მიედინება კანალიზაციაში.


















პირველ რიგში ვთიშავთ პომპას, შემდეგ ვაწვებით სახელურს და ვაყენებთ გარეცხვის რეჟიმზე,
 ვრთავთ პომპას და ვაკვირდებით გამჭვირვალე (5–6სმ) კოლბას,
რომელიც 6-რეჟიმიანი ვინტილის ქვევით უნდა მდებარეობდეს. წყალი თავიდან მღვრიე იქნება,შემდეგ კი დაიწმინდება. ეს პროცედურა სადღაც 2–4 წუთი გრძელდება. ვთიშავთ პომპას.

ფილტრის გარეცხვის პროცედურის დამთავრებისთვის არის მესამე ვინტილი – 
RINSE. ამ დროს წყალი ზევიდან ქვევით მოძრაობს (ისევე როგორც ფილტრაციისას, მაგრამ მიედინება კანალიზაციაში და არა აუზში) და ტკეპნის/ამყარებს გარეცხილ ქვიშას. 
















გადაგვყავს ამ რეჟიმში

 და ვრთავთ პომპას. ველოდებით 1 წუთი.

შემდეგ ისევ ვთიშავთ პომპას და ვაბრუნებთ ფილტრაციის რეჟიმზე და ვრთავთ.





მორჩა. ფილტრი გარეცხილია.დავაკვირდეთ წნევის მაჩვენებელს (მანომეტრს) რომელიც ნორმის ფარგლებში უნდა იყოს დაბრუნებული და ასევე აუზის წყლის დონესაც, ვინაიდან რაღაც პროცენტი (დაახლოებით 1,5–2%) კანალიზაციაში გავუშვით. 


შემდეგი რეჟიმებია – ცირკულაცია (RECIRCULATE / Circulation), როცა წყალი ფილტრის გვერდის ავლით ისევ უბრუნდება აუზს. გამოიყენება ქიმიური დამუშავების შემდეგ, როცა არ გვინდა რომ წყალი გავფილტროთ იქამდე სანამ კარგად არ შეერევა ქიმია. მიაქვს დაახლოებით 30 წუთი.

Waste (Drain)  - რეჟიმი აუზის დაცლისთვის ან წყლის დაკლებისთვის. წყალი ფილტრის გვერდის ავლით ჩაედინება კანალიზაციაში. საჭიროა ისე იყოს მოწყობილი ვინტილები რომ წყალი ფსკერიდან (ტრაპებიდან) ჩადიოდეს და არა ზევიდან.


Close (Winterize) – ეს რეჟიმი არის ტექნიკური სამუშაოებისთვის. ამ შემთხვევაში პომპა უნდა გამოირთოს.



No comments:

Post a Comment