Friday, August 29, 2014

ზოგადად ქიმიურ დეზინფექციაზე და მჟავა–ტუტოვანი ბალანსი

მარტო რეცირკულაცია და ფილტრაცია არაა საკმარისი იმისთვის რომ წყალი იყოს გამჭვირვალე, უსაფრთხო, მიკროორგანიზმების გარეშე. საჭიროა ასევე  წყლის ქიმიური დამუშავება. სადეზიფენქციო საშუალებები სპობენ ბაქტერიებს, სოკოს და ვირუსებს, ალგიციდი ხელს უშლის წყალმცენარეების ზრდას. არსებობენ ისეთი მცირე ზომის დამაბინძურებელი ნივთიერებები რომლებსაც ფილტრი ვერ იჭერს, ამიტომ საჭიროა კოაგულაცია ( ეს არის შედედება. მცირე ნაწილაკებს ერთმანეთთან აერთებს და ხდება იმ ზომის რომ ფილტრს უკვე შეუძლია მათი შეკავება)


წყლის დეზინფექციისთვის არსებობს რეაგენტული (ქლორირება, ოზონირება, ოლიგოდინამია, ბრომის გამოყენება, აქტიური ჟანგბადი) და ურეაგენტო (ულტრაიისფერი სხივები, ულტრაბგერითი, იონიზაცია, ლაზერული გამოსხივება, ელექტროიმპულსური განმუხტვა) მეთოდები. გვხვდება კომბინირებული ვარიანტებიც.


პირველ რიგში სანამ მათ კონკრეტულად განხილვას დავიწყებდეთ, საჭიროა ვიცოდეთ
ყველაზე მთავარი ფაქტორი PH, ლათინურიდან ითარგნება როგორც წყალბადის წონა (იგივე მჟავა–ტუტოვანი ბალანსი). როგორც ადამიანს ორგანიზმს სჭირდება ამ ბალანსის დაცვა, ისევეა აუზის წყლის შემთხვევაშიც თუმცა უფრო დიდი სიზუსტით.

PHის დონის განსაზღვრა ხდება ციფრებით 1–დან 14-მდე. ხოლო შემოწმება სპეციალური ტესტერის საშუალებით.

ჩვენთვის იდეალურია  დონეა 7,2 – 7,4  ან თუნდაც იყოს 7,0–7,6.

 7,8+ შემთხვევაში კი მნიშვნელოვნად მცირდება სადეზინფექციო საშუალებების ეფექტურობა, გაცილებით უარესად ტარდება კოაგულაციის პროცესი, ღიზიანდება კანი,თვალები, ჩნდება ნადები კედლებზე და ა.შ – ეს ნიშნავს იმას რომ PH გადასულია ტუტე რეაქციაში.

7,0 ქვევით კი იწყება მჟავე რეაქცია.იწყება მეტალის კოროზია(გამათბობელი,კიბე და ა.შ), იჭმევა ლესილი/გრუნტი, ასევე აფერხებს კოაგულაციას და აღიზიანებს თვალებს/ცხვირს, იწვევს კანის გამოშრობას, ფხანვას, სწრაფად აქრობს წყალში არსებულ ქლორს.

PH დონის ასაწევად ან დასაწევად/დასაბალანსებლად იყენებენ ქიმიურ საშუალებებს PH პლიუსს და PH მინუსს(ტუტესა და მჟავის შემცველ ნივთიერებებს).


ხელით PH დაკლებისას დაახლოებით 1,5 კგ PH- ფხვნილი 100მ3 წყალზე აგდებს 0,2 –ით.
რაც უფრო ხისტია წყალი მით უფრო მეტ დოზას მოითხოვს. უნდა გაიხსნას პლასმასის წყლიან ჭურჭელში , შემდეგ კი ეტაპობრივად მოისხას მთელ აუზზე. იგივეა PH+ შემთხვევაშიც.

PH- ასევე გამოიყენება კირიანი ნადებების/ნალექების მოსაცილებლად აუზის დამცავზე. უნდა გავხსნათ 200 გრ 5 ლიტრ თბილ წყალში.





ასევე არ იქნება ურიგო ვიცოდეთ რომ ხისტი წყალი უფრო ტუტოვანისკენ იხრება,ხოლო რბილი – მჟავისკენ.

ღია აუზებში წვიმის ან მძიმე ნალექის მოხვედრის შედეგად ეცემა PH დონე.








No comments:

Post a Comment