Tuesday, August 26, 2014

სკიმერი და წყალქვეშა მტვერსასრუტი

სკიმერი (Skimmer) ეს არის მოწყობილობა რომელიც არეგულირებს წყლის დონეს, მისი საშუალებით აუზიდან წყალი გაედინება ფილტრაციის სისტემებისკენ.





თავსახურს თუ ავხდით, დავინახავთ კალათას სადაც გროვდება წყლის ზედაპირული ნაგავი.(დაახლოებით ასეთივე კალათა აქვს პომპის ფილტრსაც, რომელიც დამატებით დაზღვევას 






აკეთებს)


სკიმერის კალათაში ასევე შეიძლება ჩავაწყოთ ქლორის ხსნადი ტაბლეტები წყლის დეზინფექციისთვის.

 უყენდება სპეციალური სახურავი წყალქვეშა მტვერსასრუტისთვის.


მტვერსასრუტი საჭიროა იმისთვის რომ ფსკერზე არსებული დაბინძურება მოვაშოროთ,რასაც სკიმერის კალათა ვერ იჭერს/რაც არ ტივტივებს.

პრინციპი მარტივია, , ფილტრის რეჟიმი ამ დროს ფილტრაციაზე უნდა იყოს დაყენებული. პომპის საშუალებით წნევა წყალს ქაჩავს ქვევით. ისევე როგორც სახლის მტვერსასრუტი იწოვს ჰაერს, ამ შემთხვევაში წყლის მტვერსასრუტი იწოვს ნეტა რას? წყალს. რომელიც გაივლის შემდეგ ქვიშას და დაუბრუნდება უკვე გაწმენდილი ისევ აუზს.

პირველ რიგში შლანგი უნდა გავავსოთ წყლით, ვინაიდან შლანგი წყლის მაგივრად ჰაერს შეიწოვს, და პომპის საშუალებით შეიტანს ფილტრში, ამ ყველაფერმა კი პომპა შეიძლება გამოიყვანოს მწყობრიდან. (ფილტრს აქვს ასეთი შემთხვევებისთვის პატარა ვინტილი ჰაერის გამოსაშვებად).
უბრალოდ ჩაუშვით შლანგი წყალში და გამოდევნეთ ჰაერი. ერთი ბოლო რომელზეც ჯაგრისია მიმაგრებული წყალში უნდა იყოს, ხოლო მეორეს გაუკეთეთ თავსახური და სწრაფად დაამაგრეთ სკიმერის ბადეზე. ამ დროს შეიძლება ცოტა ჰაერი შეგვეპაროს მაგრამ არაუშავს.
შემდეგ კი დავიწყოთ აუზის ფსკერის დასუფთავება, ისევე როგორც სახლში, ოღონდ შედარებით ნელი ტემპით, ისე რომ წყალი არ აამღვრიოთ. წყლის ქვეშ, ჯაგრისთან, ხელით მიტანით მივხვდებით თუ რამდენად კარგად იწოვს წყალს/დამაბინძურებელ ნაწილაკებს. თუ წნევა ძალიან სუსტია და ვერ ახერხებს ნადების კარგად მოშორებას ე.ი პრობლემა პომპაშია. შეიძლება აუზს ჰქონდეს 2 სკიმერი, ერთის გადაკეტვით შეგვიძლია გავზარდოთ სიმძლავრე. ან შეიძლება ფილტრში შეგვეპარა დიდი რაოდენობით ჰაერი და საჭიროებს გამოშვებას.

დასუფთავების შემდეგ, კიდევ 2–3 საათი ამუშავეთ ფილტრაციის რეჟიმზე. ( განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როცა კოაგულანტი (ქიმია) არის ჩასხმული) შემდეგ კი გარეცხეთ ფილტრი.








No comments:

Post a Comment