Wednesday, August 27, 2014

წყლის გამათბობლები

აუზის წყლის ტემპერატურის ასაწევად და შესანარჩუნებლად იყენებენ ძირითადად ორი ტიპის გამათბობელს: თბომცვლელს ან ელექტრო გამათბობელს (ბოილერს).

ელექტრო გამათბობელი მონტაჟდება მარტივად, ცირკულაციის მილზე. გამდინარეა, აქვს 2, შემსვლელი და გამომსვლელი ხვრელი, ხშირად გამოიყენება პატარა ტევადობის (;ასაწყობ) აუზებზე, 15 ტონამდე. წყალი გაივლის კოლბის ფორმის უჟანგავმატერიალის რომელშიც ელექტრო სპირალები/ტენებია განთავსებული. მინუსი – წვავს ბევრ ელექტროენერგიას.


















27 მ3 აუზისთვის, ამ ციფრიდან ვიღებთ 1/3–ს და გამოდის 9 კვტ/სთ სიმძლავრე.

პარამეტრები ყველა მწარმოებელისთვის თითქმის ერთნაირია 3,6,9,12,15,18 კვტ. ჩვენ ზუსტად 9 გამოგვივიდა მაგრამ სხვა, მაგ 9,4 შემთხვევაში ჯობია მომდევნო – 12კვტ სიმძლავრის ბოილერი.


თბომცვლელი (Heat Exchanger)

ესეც იგივე კოლბაა სპირალებით, თუმცა აქვს 2 შემსვლელი და 2 გამომსვლელი ხვრელი.
– 2 ცირკულაცია. ერთი აუზის წყლის და მეორე – გამათბობლის (მაგ. გაზის) გაცხელებული 90c მდე. როგორც სახლის რადიატორებში თბება წყალი და აქვს თავისი ცირკულაცია, ისევეა აქაც. აუზის წყალი თბება ამ რადიატორებში გავლის შედეგად, თან ისე რომ ქმნიან 2 დამოუკიდებელ სისტემას.















იმისთვის რომ პლასტმასის მილები არ გადახურდეს ფილტრის პომპის გამორთვის დროს, თბომცვლელს უყენებენ ცირკულაციის პომპას(გამომსვლელზე) და ელექტრომაგნიტულ კლაპანს (შემსვლელზე).

შერჩევის პრინციპი აქაც გავამარტივოთ და ჩვენი აუზის 27 მ3დან ავიღოთ 3/4. მივიღეთ 20,25. თბომცვლელებსაც სტანდარტული პარამეტრებით ამზადებენ: 3, 28, 40, 75, 120 კვტ.



წყლის ტემპერატურას რაც შეეხება. ფიზიკური დატვირთვისთვის სასურველია 23–27 გრადუსამდე გათბეს წყალი, ხოლო რელაქსაციისთვის,ჰიდროთერაპიისთვის, ბავშვებისთვის 30–32მდე. ასევე აღსანიშნავია რომ ჰაერის ტემპერატურა წყალთან შედარებით უნდა იყოს 2–3 გრადუსით მეტი, ვინაიდან ერთ ტემპერატურაზე წყალი გაცილებით სწრაფად ცივდება.


No comments:

Post a Comment