Monday, August 25, 2014

ზოგადად

თანამედროვე აუზი – ეს არის მაღალტექნოლოგიური კომპლექსი, რომელიც შესდგება არამარტო წყლისგან და სიღრმისგან (რაც ერთი შეხედვით ჩანს) არამედ კიდევ უამრავი სპეციალური მოწყობილობისგან. მსოფლიო მასშტაბით ასეულობით ფირმა ამზადებს პროდუქციას წყლის ფილტრაციისა და დამუშავებისთვის, სამკურნალო, სპორტული,გასართობი თუ დეკორატიული მიზნებისთვის.
   ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მკვეთრად გაიზარდა საცურაო აუზთა რაოდენობა, როგორც საჯარო ასევე კერძო. რაც შეეხება მათ მოვლას, ამ პროფილით ფუნქციონირებს სულ რამდენიმე კერძო ფირმა. შესაბამისად კონკურენცია დაბალია და ფასები მაღალი. მოკლედ აკადემიურად წერას აღარ შევეცდები და გავაგრძელებ გონზო ლექსიკით.
    კომერციულ აუზებს კიდევ არაუშავს, კომერციულად მიხედავენ თავს და კერძო აუზის მფლობელები თუ მსურველები იძულებულნი არიან ყველაფერზე დათანხმდნენ რასაც ეტყვიან, და ეტყვიან რას– რაც ზევით დავწერე – ეს არის მაღალტექნოლოგიური კომპლექსი რომელიც შესდგება არამარტო წყლისგან და სიღრმისგან (რაც ერთი შეხედვით ჩანს) არამედ კიდევ უამრავი სპეციალური მოწყობილობისგან... მშენებლობის ხარჯები,მოპირკეთება, სისტემის აწყობა ,ფილტრი, მილები, სკიმერები, მფრქვევანები ა.შ. .ამის გარდა ჩვენ გვყავს გამოცდილი სპეციალისტები რომლებიც პერიოდულად შეამოწმებენ წყლის სისუფთავეს, აიღებენ სინჯებს, გააკონტროლებენ მჟავა–ტუტოვან ბალანს, გააკეთებენ წყლის დეზიფენქციას, გააქრობენ ორგანულ ჭუჭყს, და ეს ყველაფერი თქვენი და თქვენი ბავშვების უსაფრთხოებისთვის....




მე არ ვამბობ რომ ამ ადამიანების კვალიფიკაცია დაბალია ან მაღალი.უბრალოდ სასურველია ვიცოდეთ რაში ვიხდით ფულს, ნამდვილად ვართ თუ არა დაზღვეულნი.

რეალურად ყველაფერი არის ძალიან მარტივი. არაა აუცილებელი ვიყოთ ჰიდროლოგი , ქიმიკოსი ან ფიზიკოსი.სკოლის პროგრამის 1% საკმარისია რომ ყველაფერი გავაცნობიეროთ.

მოკლედ ამ ბლოგში იქნება ყველა ის ინფორმაცია რაც კი რამენაირად უკავშირდება საცურაო აუზს და რაც მთავარია ქართულად. შევეცდები კარგად დავალაგო პოსტები , ზოგ პოტენციურ მკითხველს შეიძლება ნასოსის მწარმოებლურობის ფორმულა აინტერესებდეს ზოგს უბრალოდ წყლის ფერი.
ასევე გარკვეული ტექსტი იქნება ,,მოპარული'' სხვა საიტებიდან ან თარგმნილი ქართულ ენაზე. მაგ. ზემოთ ნახსენები ნასოსის მწარმოებლურობის ფორმულა და სხვა არაინტელექტუალური საკუთრებანი.




No comments:

Post a Comment