Tuesday, August 26, 2014

ქვიშის ფილტრისა და პომპის შერჩევა

გავერკვიოთ ფილტრაციაში. საიდან დავიწყოთ ფილტრაციისთვის საჭირო დანადგარების შერჩევა? პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დანადგარი შედგება ორი მთავარი კომპონენტისგან – ეს არის თვითონ ფილტრი და პომპა (ნასოსი). ისინი სწორად უნდა შეირჩეს როგორც აუზთან, ისე ერთმანეთთან მიმართებაში. შეგახსენებთ რომ ლაპარაკია ქვიშის ფილტრებზე.
დავიწყოთ პომპით და არ დაგვავიწდეს რომ გვაქვს კერძო საცურაო აუზი. ჩვენ გვჭირდება ისეთი მოწყობილობა, რომელიც იქნება ფილტრაციისთვის მაქსიმალურად ეფექტური და ასევე ნაკლებად ხარჯიანი.

ცნობილია რომ გამაჯანსაღებელ აუზში წყლის მთლიან გაცვლას  6 საათზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს. ანუ წყლის მთლიანი მოცულობა 6 საათში ან უფრო ნაკლებში, უნდა გადიოდეს ფილტრაციას. ეს პარამეტრი აღებულია სანიტარული კოდექსიდან და სწორედ ამის მიხედვით დავიწყებთ ფილტრაციის დანადგარის შერჩევას.

მაგალითი:

კერძო, დახურული აუზი. მოცულობა 27 კუბური მეტრი (მ3) (27 ტონა)

საჭიროა:
1. პომპის მწარმოებლობის განსაზღვრა (მ3/სთ)
2.ფილტრაციის სისწრაფის შერჩევა (მ/სთ)
3.ფილტრაციის ფართობის განსაზღვრა (მ2)
4.ფილტრაციის ფართობის მიხედვით დანადგარის შერჩევა.

ესეიგი, პირველ რიგში გამოვთვალოთ ჩვენთვის საჭირო პომპის სიმძლავრე:
ვყოფთ წყლის მთლიან მოცულობას – 27 მ3 (3მ X 6მ X1,5მ) [აუზის მოცულობის დასადგენად სიგრძეს ვამრავლებთ სიგანეზე და სიღრმეზეწყლის მთლიანი გაცვლის დროზე, ანუ 6 საათზე. (27 : 6). მივიღეთ ფილტრის პომპის მინიმალური მწარმოებლობა. ჩვენს შემთხვევაში – 4,5 მ3/საათში.

შეიძლება ზუსტად ასეთი მწარმოებლურობის პომპა ვერ ვნახოთ, ამიტომ ვეძებთ ახლომდებარეს – ეს არის პომპა 6 მ3/სთ მწარმოებლობით. მთლიანი წყლის გაცვლის დრო კი მცირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უფრო უკეთესია – იზრდება ფილტრაციის ხარისხი .ასევე ჩვენ გაგვიჩნდა მწარმოებლურობის მარაგი, რომელიც შემდეგში კომპენსაციას მოახდენს სხვადასხვა წინააღმდეგობებზე, წნევებზე და ა.შ

შემდეგი ნაბიჯია ფილტრაციის სისწრაფის შერჩევა. ესეც არაა ძნელი, დავიწყოთ იმით რომ ნებისმიერი წყლის დაწმენდის ძირითადი მეთოდი არის მექანიკური ფილტრაცია, და რაც უფრო ნელა მოხდება ეს მით უკეთესია.ყველაზე იდეალური ვარიანტია გამოქვაბულის კედლებიდან წვეთების ტკაპატკუპი მიწისქვეშა ტბის ზედაპირზე, მაგრამ ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა სწრაფად, ნორმალურ ფასად და ხარისხიანად.

საზოგადოებრივ აუზებზე ფილტრაციის სისწრაფეა 20დან 30 მ3/მ2/სთ. ანუ 20–30 კუბური მეტრი ( ტონა ) წყალი უნდა გადიოდეს ჩვენი ფილტრის 1 კვადრატული მეტრის ზედაპირის ფართობზე(მ2)  – 1 საათში.
 , ეს ნორმები განკუთვნილია საზოგადოებრივი აუზებისთვის და თუ მარტო ამით ვიხელმძღვანელებთ, ჩვენს აუზში, ამ მოწყობილობების დაყენების შემდეგ, ყოველ დღე შეძებს 50 მდე ადამიანი ბანაობას და თანხის ამოსაღებად მოგვიწევს აბონიმენტების გაყიდვა. შევამციროთ პარამეტრები მ/სთ–ზე.

ჩვენ გაქვს კერძო საოჯახო აუზი განსაზღვრული დატვირვით, როგორც წესი ასეთი აუზებისთვის ფილტრაციის სისწრაფე  50 მეტრი/საათში სავსებით საკმარისია. და კიდევ ერთი ფაქტი, Backwash-ის დროს (ეს არის 6 კლაპნიანი ფილტრის ერთ–ერთი რეჟიმი, როდესაც ხდება ფილტრის გარეცხვა დაგროვებული ჭუჭყისგან) სიჩქარე არ უნდა იყოს 50მ/სთ–ზე ნაკლები.ანუ საკმარისი იქნება ერთი პომპა როგორც ფილტრაციისთვის, ასევე Backwash-ისთვის – (დიდ აუზებში იყენებენ დამატებით,სარეზერვო პომპას).

მოკლედ გავიგეთ რომ ჩვენი აუზისთვის პომპის მწარმოებლობაა 6 მ3/სთ, ფილტრაციის სიჩქარე 50მ/სთ,
ეხლა ვარჩევთ ფილტრულ ტევადობას ჩვენი  6 მ3/სთ პომპისთვის.
დავადგინოთ რომელი ფილტრაციის ფართობი გვჭირდება იმისთვის რომ, 6ტონა/სთ მწარმოებლობის პომპა ფილტრავდეს 27 ტონა წყალს 50მეტრი/საათის სიჩქარით.

გავყოთ პომპის 6 მ3/სთ ჩვენთვის საჭირო სიჩქარეზე – 50მ/სთზე. (6:50) მივიღებთ 0,12 მ2 – ეს არის ფილტრაციის ფართობი. ეს ნიშნავს რომ ფილტრის ზომა უნდა იყოს ესეთი, იმისთვის რომ მასში მოთავსებული გამწმენდი მატერიალის ფართობი იყოს 0.12მ2. ეხლა გადავიყვანოთ მოცემული ციფრები რეალურ ფილტრულ ტევადობაზე. ფილტრულ ტევადობას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული დიამეტრის წრიული ფორმა. და აქ არის ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი – ვიხსენებთ სკოლის პროგრამას და მასთან ერთად წრის ფართობს.
ვიღებთ ფილტრული ტევადობის ყველაზე პატარა დიამეტრს მაგ. D = 400 მმ ან 0,4მ.
ვყოფთ დიამეტრს ნახევარზე რომ მივიღოთ რადიუსი R=0,2 მ. ეხლა შევხედოთ წრის ფართობის ფორმულას და გამოვთვალოთ 0,2 x 0,2 x 3,14 = 0,1256 მ2. როგორც ვხედავთ ფილტრული ტევადობა ჩვენთვის შესაფერისია. შეგვიძია შევამოწმოთ რეალურად რომელი ფილტრაციის სიჩქარე გამოგვივიდა – პომპის მწარმოებლობა (6) გავყოთ ფილტრაციის ფართობზე 0,1256 და მივიღებთ 47,77 მ/სთ. თითქმის 50მ/სთ. დიდი განსხვავება არაა და შესაბამისად ხარისხზეც დიდად არ იმოქმედებს.

თუ მოგწონთ ფორმულები, დიამეტრის ფილტრის გასაგებად გამოიყენეთ: D=2(S/3,14).სადაც Dფ – ფილტრული ტევადობის დიამეტრი მეტრებში და
Sფ – ჩვენთვის უკვე ცნობილი ფილტრაციის ფართობი (0,12 მ2)

მთლიანი ფორმულა:D=2(P/(V.3,14))სადაც, Pპ – პომპის მწარმოებლობა და Vფ – ფილტრაციის სიჩქარე. 



ესეც ასე. ფილტრი და პომპა შერჩეულია. პომპა – 6 მ3, ფილტრი 400მმ დიამეტრით.

კიდევ ერთი რამ რაც ფილტრთან კავშირშია, ესაა კვარცის ქვიშა – გამწმენდი მატერიალი. წესით ფილტრის კორპუსზე უნდა იყოს მითითებული კვარცის ქვიშის რაოდენობა კილოგრამებში. ასევე მითითებული უნდა იყოს ფრაქციის დიამეტრიც. გამონაკლისის შემთხვევაში ფრაქციის უნივერსალური ზომებია 0,5–1 მმ. ხოლო ჩვენი ვირტუალური 400მმ დიამეტრის ფილტრისთვის საკმარისი იქნება 50კგ ქვიშა. იყიდება 25კგიანი ტომრებით. თუმცა თუ ვთქვათ 80 კგ გჭირდებათ, ზედმეტი მაინც არ იქნება რომ იყიდოთ 100 იმიტომ რომ ფილტრის გარეცხვის დროს მცირე ნაწილი მაინც აკლდება და კარგი იქნება რეზერვში თუ გექნებათ ცოტა.


No comments:

Post a Comment