Monday, August 25, 2014

ზოგადად აუზის სტრუქტურაზე


კერძო აუზების სისტემა როგორც წესი ასეთია: წყალს ქვევით ქაჩავს ნასოსი, (წყალი ჩადის როგორც სკიმერიდან, ასევე ტრაპიდან) და შეაქვს ფილტრში,რომელიც სავსეა კვარცის ქვიშით.გაივლის ამ ქვიშას, ანუ დაიწრიტება, (ყველაზე შესაფერისი სიტყვაა) და შემდეგ შედის გამათბობელში საიდანაც უკვე თბილი უბრუნდება აუზს. და მერე ისევ თავიდან, ანუ მუდმივი რეცირკულაციაა..თან თბება თან სუფთავდება. ასეთი ტიპის აუზს ცირკულაციის მიხედვით ეწოდება სკიმერული აუზი.


ესეიგი, სკიმერული აუზის შემადგენელი ნაწილებია თვითონ სკიმერი, მფრქვევანები,
ფსკერის ტრაპი, 6 კლაპნიანი ფილტრი, ფილტრის ტუმბო, გამათბობელი, ელექტრო კარადა/ავტომატური გამომრთველი, ჩართვის და გამორთვის თაიმერი (კვების წყარო, იმისთვის რომ ტუმბომ პერიოდულად დაისვენოს),და ფსკერის გასუფთავებისთვის წყალქვეშა მტვერსასრუტი.





არსებობს მეორე ტიპი – გადმომდინარე (overflowing/переливной) აუზი. რომლის კონსტრუქცია სკიმერულ აუზზე უფრო რთულია, და კერძო აუზებისთვის ფუფუნებად მიიჩნევა, ხოლო საზოგადოებრივი აუზებისთვის კი აუცილებელია.

გადმომდინარე აუზს კიდეებზე აქვს ე.წ ჟოლოფები, ქართულად წყალშემკრები, გადადინების ღარი. იქიდან წყალი მიედინება სპეციალურ ავზში, სადაც ხდება ზედაპირული დაბინძურებისგან გაწმენდა.წინა შემთხვევაში სკიმერი ასრულებდა ამ ფუნქციას (სკიმერს აქვს ბადე, რომელიც არ ატარებს მსხვილ ზედაპირულ ჭუჭყს,მაგ. თმებს, საღეჭ რეზინას, ლეიკოპლასტირს, ფოთლებს,მწერებს და ა.შ). ხოლო ამის შემდეგ უკვე გაივლის ფილტრაციას, დოზაციას, დეზინფექციას, გათბება და დაბრუნდება უკან.

ესეიგი მთავარი განსხვავება ისაა რომ [უფრო მეტი მომხმარებელია და შესაბამისად წყლის ზედაპირული დაბინძურებაც უფრო მეტია.] სკიმერულ ვარიანტში მოგვიწევდა მოცდა, სანამ მაგ.მოტივტივე თმა მიაღწევდა სკიმერამდე. ამ შემთხვევაში წყლის დონე აწეულია ბოლომდე,შესაბამისად ზედაპირული ნადები გადაედინება კიდეებზე სადაც ჟოლოფის მეშვეობით პირდაპირ ხვდება ფილტრში/ბადეში.

 დანარჩენი სქემაზე




#2 უკეთესად რომ წარმოვიდგინოთ


.

#3



რეკომენდირებულია დავაყენოთ პომპა ისე რომ, რომ 8–12 საათში აკეთებდეს წყლის მინიმუმ 2–3ჯერ ცირკულაციას.


No comments:

Post a Comment