Thursday, September 4, 2014

ტესტერები

წყლის ხარისხის, მასში არსებული კონცენტრაციების შესამოწმებლად არსებობს უამრავი საშუალება.

მთავარი ვიცოდეთ PH დონე და ქლორის შემცველობა, განსაკუთრებით კერძო აუზებში.
წყლის სიხისტე, იზოციანურის მჟავა, აქტიური ჟანგბადი,ბრომი და სხვ. უკვე საჭიროემისამებრ.

პირველ სურათზეა წვეთოვანი ტესტერი

წითელ ფლაკონში ფენოლის სითხეა, ყვითელში OTO (orthotolidine). შუაში კი კოლბები წყლისთვის. ვავსებთ მათ აუზის წყლით,(წყალს ვიღებთ 15–20 სმ სიღრმიდან, ზედაპირიდან არა!) შემდეგ,წითელ თავსახურიან კოლბაში ვამატებთ 3–4 წვეთ ფენოლს, ხოლო ყვითელთავსახურიანში 3–4 წვეთ OTOს. ვანჯღრევთ. წყალი იცვლის ფერს, შემდეგ (სასურველია დღის შუქზე) ამ ფერს ვადარებთ გვერდებზე მოცემულ ფერებთან და იმის მიხედვით ვაკეთებთ ანალიზს. როგორც ხედავთ კონკრეტულად ეს ტესტერი არის PH, ქლორისა და ბრომისთვის. 3–1ში. არსებობს კიდევ სხვა, 5–1,6–1 და ა.შ

იგივეა პრინციპზეა ტაბლეტებიც,წვეთების მაგივრად. ოდნავ ძვირი ღირს და თითქოს უფრო ზუსტად ადგენს.


არის ასევე ტესტ–ჩხირებიც, ესეც მარტივ პრინციპზეა, ვყოფთ წყალში რამდენიმე წამით,შემდეგ ვიღებთ და ვადარებთ ფერებს.


ყველაზე ზუსტი კი ელექტრონული ტესტერია,(ჩინურებს არ ეხება) ვინაიდან თვალმა შეიძლება რაღაცპონტში მაინც მოგვატყუოს.თან უფრო ეკონომიურია ყოველდღიური შემოწმებისთვის, დროც ნაკლები მიაქვს. ილუსტრაცია არ იქნება ვინაიდან ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმებია წარმოდგენისთვის ძნელია რომელიმეს შერჩევა.

No comments:

Post a Comment