Monday, September 1, 2014

ოზონი

ოზონი წარმოადგენს აირს, ჟანგბადის ყველაზე აქტიური ფორმით. ითვლება ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ დამჟანგავად, სპობს ბაქტერიებს, სპორებს და ვირუსებს. ეს მეთოდი პრინციპში იგივეა რაც ბუნებრივი გზით გაწმენდილი წყალი, ოღონდ დასწრაფებულ ვარიანტში.

ოზონის ეფექტურობა გაცილებით მაღალია ვიდრე ქლორის ან ჟანგბადის. მაგ. პათოგენურ მიკროორგანიზმებს ანადგურებს 15–20 ჯერ, ბაქტერიების სპორულ ფორმებს 300–600–ჯერ სწრაფად ვიდრე ქლორი. პოლიომიელიტის ვირუსი კვდება ოზონის 0,45 მგ/ლ კონცენტრაციის დროს 2 წუთში, როცა ქლორის შემთხვევაში ორმაგი დოზის დროსაც კი მხოლოდ 3 საათში.
არ წარმოქმნის ქლორამინებს, შესაბამისად კანისა და თვალების გაღიზიანება გამოვრიცხეთ.ასევე არ ტოვებს არანაირ სუნს.
წყალს მატებს ცისფერ ელფერს (ქლორი– მწვანეს)
ზედმეტი დოზირება არ წარმოადგენს პრობლემას, ვინაიდან დამუშავების შემდეგ ოზონი იქცევა ისევ ჟანგბადად, ასევე არ წარმოქმნის არანაირ სხვა ზედმეტ შენაერთებს.

მინუსებს რაც შეეხება, ოზონს არ გააჩნია პროლონგირების (წყალში დიდი ხნით აქტივობის) უნარი ვინაიდან არასტაბილური აირია და სწრაფად იხსნება.
ეს მეთოდი უფრო ხარჯიანია ვიდრე ქლორით დამუშავება.
წყლის ზედაპირი ასევე რისკის ქვეშაა(როგორც მაგ. ულტრაიისფერი სხივებით დამუშავებისას), ვინაიდან გაუსნებოვნება ხდება მხოლოდ იმ წყლის რომელიც ოზონის სადეზინფექციო მოწყობილობაში გაედინება.
ტოქსიკურია შესუნთქვისას, კეტავს სასუნთქ გზებს და ამასთან ერთად ცეცხლსაშიშია/ფეთქებადია. ამიტომ ოზონთან მუშაობის დროს მაქსიმალურად უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება და დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები.

ყველაზე იდეალური ვარიანტია ოზონირებასთან ერთად მცირე დოზით ქლორის გამოყენებაც. ვინაიდან ქლორის კონცენტრაცია დაიცავს წყლის ზედაპირსაც და ხელს შეუშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გავრცელებას. ამ შემთხვევაში ქლორამინების წარმოქმნა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, არ იქნება არც სუნი არც თვალების/კანის გაღიზიანება. როგორც წესი ამ კომბინირებულ მეთოდს იყენებს ყველა საზოგადოებრივი აუზი.




No comments:

Post a Comment