Wednesday, September 3, 2014

დამატებითი ქიმიური საშუალებები: კოაგულანტი/ფლოკულანტი და ალგიციდი

როგორც უკვე ვახსენეთ, ქვიშის ფილტრები მხოლოდ გარკვეული ზომის ნაწილაკებს იჭერენ. უფრო მცირე ნაწილაკებისთვის კი საჭიროა კოაგულაცია, იმისთვის რომ ერთმანეთს შეაწებოს და აქციოს ფილტრისთვის საჭირო ზომებად. ფლოკულაცია კოაგულაციის სახეობაა, რომლის დროსაც წარმოიქმნება ფხვიერი ფანტელივით აგრეგატები. კოაგულანტები ფლოკულანტებისგან (ფლოკი) განსხვავდება ფორმით, სიმკვრივით და წარმოქმნილი ნაწილაკების ზომით. პრაქტიკაში ამ განსხვავებას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, კოაგულანტებს ეძახიან ფლოკულანტებს და პირიქით.
კოაგულანტის შედეგად სუსპენზიური ნაწილაკები მსხვილდებიან და ფილტრი უკვე ადვილად იჭერს მათ. ფლოკულანტის შედეგად კი ესეთი ნაწილაკები ნალექოვან ფანტელებად იქცევიან, რომელსაც შემდეგ ფილტრი წმინდავს. საზოგადოებრივ აუზებში აყენებენ ფლოკის/კოაგულანტის დოზირების ავტომატურ სისტემებს, რომლებიც პერიოდულად იფრქვევიან მილში მექანიკურ ფილტრამდე.
ასევე არსებობს "შოკური" კოაგულაცია, როცა გამორთული პომპის დროს,დაწყნარებულ წყალში ამატებენ კოაგულანტს და რამდენიმე საათში, წარმოქმნილ ნალექს იღებენ წყლის მტვერსასრუტის საშუალებით. შეიძლება ასევე ცირკულაციის რეჟიმში. დაუშვებელია ფილტრაციისას.

ალგიციდი – ქიმიური პრეპარატია ჰერბიციდების ჯგუფიდან, განკუთვნილი წყალმცენარეების საწინააღმდეგოდ, წყლის ფერის შესანარჩუნებლად. ადამიანისთვის უსაფრთხოა. საჭიროა პერიოდულად ვამატოთ წყალში. მანამდეც, სანამ ცარიელ აუზს წყლით ავავსებდეთ, მისი კედლები უნდა დავამუშაოთ ალგიციდით, განსაკუთრებით ღია აუზებში.ალგიციდში დასველებული ნაჭრით გავწმინდოთ კუთხეები, კედლები, და შემდეგ უკვე ავავსოთ წყლით. თუ გვეზარება მაშინ "შოკური" დოზა გახდება საჭირო თავიდანვე.

No comments:

Post a Comment