Tuesday, September 2, 2014

ელექტროლიზი და ულტრაბგერითი მეთოდი

ესეც თანამედროვე მეთოდია. მარილის ელექტროლიზის სისტემებში ქლორშემცველი რეაგენტი გამომუშავდება ჩვეულებრივი სუფრის მარილის (NaCl) ხსნარისგან. ელექტროლიზი ეს არის ფიზიკო–ქიმიური პროცესი, როცა სითხე (ელექტროლიტი), ელექტრული დენის ზემოქმედებისას იშლება დადებით და უარყოფით იონებად.

არსებობს მარილის ელექტროლიზზე დაფუძნებული სისტემის ორი ვარიანტი:

1.ელექტროლიზური მოწყობილებები, რომლებიც მუშაობენ გამდინარე ელექტროლიზის მეთოდით. აუზის წყალს უმატებენ მცირე რაოდენობით მარილს, იმისთვის მარილის ელექტროლიზის შედეგად გამომუშავდეს ძლიერი სადეზინფექციო საშუალება გაჯერებული აქტიური ქლორით. ამ დამჟანგავს თავისი მისიის შესრულების შემდეგ, შეუძლია ისევ უკან გადაიქცეს მარილად.
ე.ი აუზიდან წამოსული "დამარილებული" წყალი გაივლის ელექტროლიზერში; ელექტროქიმიური რეაქციისას წარმოიქმნება ახალი ქიმიური ელემენტები და შენაერთები – ქვექლოროვანი მჟავა(HClO),რომელიც დაჟანგვის მეთოდით სპობს ორგანულ ნივთიერებებს (მიკრობებს ბაქტერიებს ვირუსებს წყალმცენარეებს), წარმოადგენს წყალბადის (H2) რეაქციის პროდუქტს, რომელიც მოივლის მთლიან წყლის ზედაპირს, ასევე თავიდან მიღებული რეაქციის შედეგად დარჩენილი კომპონენტების NaOH და HCl მარილი (NaCl) და წყალი(H2O). ელექტროლიზის პროცესში ამ დროს მარილი განმეორებით გამოიყენება  და რეაქციის ციკლი იწყება თავიდან.
ქლორამინები ელექტროდებთან გავლისას ნადგურდებიან და გამოყოფენ ქლორს რომელიც შემდეგ თავიდან იქნება გამოყენებული.

2. ელექტროლიზური მოწყობილობები, რომლებიც გამოიმუშავებენ ქლორს ცალკე,რაიმე ტევადობაში. ამ დროს აღარ გვჭირდება მარილის ჩამატება აუზში. აიროვანი ქლორი წარმოიქმნება სუფრის მარილის ელექტროლიზის შედეგად სპეციალურ განყოფილებაში, შემდეგ კი მკაცრი დოზებით მიეწოდება აუზს. წყალში წარმოიქმნება ნატრიუმის ჰიპოქლორიტი.

+
ქლორირების ეფექტურობა.
ეკონომიურობა (სუფრის მარილის ხარჯი).
არ გვხდება ქლორი გადაჭარბებული დოზით, ვინაიდან ქლორი თანდათანობით გამომუშავდება.
საჭირო კონცენტრაციის შენარჩუნება სენსორების საშუალებით რომლებითაც აღჭურვილია ესეთი ტიპის სისტემები, რომელებიც უწევენ კონტროლს ქლორის შემცველობასაც და საჭირო რაოდენობით ქლორის გამომუშავებას დეზინფექციისთვის.
მცირე რაოდენობის მარილი კი სასარგებლოა კანისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის, ანტისეპტიკადაც ხომ ითვლება.


წყლის ზედაპირი რისკის ფაქტორის ქვეშ რჩება, ვინაიდან წყლის დეზინფექცია ხდება მხოლოდ მოწყობილობაში გავლის დროს. ბეტონის აუზის შემთხვევაში კუთხეებში,პირაპირებში, ნაკერებში ბინადრობს ძალიან ბევრი ბაქტერია რომლებსაც მარტო ქლორის შოკური დოზები უშველის.
ეს მეთოდი გავრცელებულია როგორც კერძო და საზოგადოებრივ აუზებში.სასტუმროს /სანატორიული ტიპის დაწესებულებების აუზებში.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––

რაც შეეხება ულტრაბგერით მეთოდს, ამ დროს ხდება უჯრედის გარსის გახეთქვა ულტრაბგერით, რის შედეგადაც ორგანიზმი იღუპება. ასევე შეუძლია გარკვეული ქიმიური შენაერთების განადგურებაც.მასზე არ მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მღვრიე წყალი, ხასიათი და მიკროორგანიზმების რაოდენობა. უფრო რთული სისტემაა,ფასიც ძვირია, და ვინაიდან ერთ–ერთი უახლესი მეთოდია ჯერჯერობით იშვიათად გამოიყენება.




No comments:

Post a Comment