Monday, September 1, 2014

ბრომი და აქტიური ჟანგბადი

        ბრომირების მეთოდი ითვლება ქლორირების ალტერნატივად. ისევე როგორც ქლორი, ბრომიც ჰალოგენურია და ძლიერი დაჟანგვით (წყლის დამუშავებით) გამოირჩევა.

მოქმედებს მიკროორგანიზმების ფართო სპექტრზე, ბრომი კლავს ვირუსებს,ბაქტერიებს,სოკოებს, ხელს უწყობს წყლიდან ორგანული შენაერთების მოშორებას. უფრო ეფექტურია წყალმცენარეების საწინააღმდეგოდ, ასუფთავებს წყლის ზედაპირსაც.

მაღალ PHზე მაგ. 8,0ზე წყლის გაუსნებოვნების ეფექტურობა შეადგენს 86% როცა ქლორის შემთხვევაში ამ დროს 33%–ია.

ბრომირება არ მატებს წყალს სიხისტეს.
დიდი ხნით ინარჩუნებს აქტიურობას წყალში.
ბრომის შემცველი პრეპარატები არ აღიზიანებენ კანს და თვალებს.
ულტრაიისფერი სხივების მიმართ არიან რეზისტანტულები.
ბრომირების დროს არ წარმოიქმნება ტოქსიკური ნივთიერებები.
ბრომის შენაერთებს არ აქვთ სპეციფიური სუნი.

ეფექტურობით დგას ქლორისა და აქტიური ჟანგბადის შუა, ამიტომ ბრომი ყოველთვის ვერ უმკლავდება დიდი მოცულობის აუზებს. ფასიც გაცილებით ძვირია.

და სწორედ ამ ძვირადღირებულობის გამო, ყველა მისი დადებითი მხარეების მიუხედავად, არ არის იმდენად პოპულარული და ძირითადად გამოიყენება მცირე ზომის აუზებში/ სპა ჯაკუზებში.

წყლის გაუსნებოვნება აქტიური ჟანგბადის მეშვეობით

მოქმედების პრინციპი ასეთია: წყალში იფრქვევა ჟანგბადშემცველი რეაგენტი, რომელიც იხსნება, გამოყოფს ჟანგბადს და სპობს ბიოლოგიურ დაბინძურებებს. ეფექტურია მიკროფლორის წინააღმდეგ. არ აღიზიანებს თვალებს / კანს ვინაიდან არ წარმოშობს ქლორამინებს და სხვა მავნე პროდუქტებს.

წყლის 28 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე დაჟანგვის ეფექტურობა მცირდება.
ქლორთან შედარებით უფრო ძვირია.მალე იშლება, ანუ მოკლევადიანი აქტივობა აქვს წყალში და შესაბამისად ითხოვს უფრო მეტ დოზებს.
ჟანგბადშემცველი რეაგენტის (წყალბადის ზეჟანგი/პერეკისი)გადამეტებული დოზირების შემთხვევაში კი ჯანმრთელობისთვის უფრო მძიმე შედეგებია მოსალოდნელი ვიდრე გადამეტებული დაქლორვის დროს.
ასევე საჭიროებს ხოლმე პერიოდულ ქლორირებას.
ეფექტურია დახურული, პატარა მოცულობისა და მცირე დატვირთვის მქონე აუზებისთვის.


No comments:

Post a Comment