Thursday, September 4, 2014

პრობლემები და მათი მოგვარების ხერხები

პრობლემები

1. მღვრიე, რძისფერი წყალი.

2.მწვანე, მღვრიე წყალი, ლორწოვანი კედლები და ფსკერი,წყალმცენარეები.

3.ქლორის ძლიერი სუნი, თვალებისა და კანის გაღიზიანება

4.ხორკლიანი კედლები, მღვრიე ან რძისფერი წყალი

5.წყალი ძალიან ქაფდება

6.კოროზია

7. მწვანე გამჭვირვალე წყალი, ან ყავისფერი წყალი

8. თმები იღებება მწვანედ, შავი ლაქები აუზის კიდეებზე


სავარაუდო მიზეზები

1.
ა)ბევრი ორგანული დამაბინძურებელი ნივთიერება
ბ)მცირე რაოდენობის სადეზინფექციო საშუალება
გ)ფილტრის არასწორი მუშაობა

2.
ა)წყალმცენარეების ზრდა
ბ)წყალში ალგიციდის პატარა კონცენტრაცია

3.ძნელად გახრწნადი ნივთიერებების (ქლორამინების) დიდი რაოდენობა.

4.კირიანი ნალექის გაჩენა ძალიან მაღალი PH ან ტემპერატურის გამო.

5.ძალიან აქაფებული ალგიციდი, გამწმენდი საშუალებების ნარჩენები.

6. ძალიან დაბალი PH ან ქლორის მაღალი შემცველობა

7. რკინის არსებობა წყალში

8. სპილენძის არსებობა წყალში



პრობლემის მოგვარება

1. შოკური ქლორირება, კოაგულაცია, ფილტრის გაწმენდა.

2. მექანიკური ხერხით წყალმცენარეების მოშრება, ფილტრის გარეცხვა, შოკური ქლორირება/ კოაგულაცია. ალგიციდის ორმაგი დოზა.

3. წყალში ქლორის შემცველობის შემოწმება. თუ თავისუფალი ქლორის კონცენტრაცია აღმოჩნდება 0,3 მგ/ლ ქვევით მაშინ საჭიროა შოკური ქლორირება, პარალელურად ახალი წყლის დამატება, კოაგულანტის გამოყენება.

4.მექანიკურად კირიანი ფენის/ნადების მოშორება ჯაგრისით, ფსკერზე მტვერსასრუტით. თუ ძნელად შორდება მაშინ სპეციალური ქიმიაა საჭირო.

5.ახალი წყლის დამატება ფილტრის გაწმენდის შემდეგ.

6. PH დონე დავაყენოთ 7,2ზე, დავამატოთ ახალი წყალი, PH დაგდებისთვის არ გამოვიყენოთ მარიმჟავა.

7.აქაც დავაბალანსოთ PH. რკინის მოშორებისთვის კოაგულანტი

8. აქაც იგივე რაც მე–7 პუნქტში.


1 comment:

  1. shokuri clorileba.auzis moculobaa 4-8-1.8metri. ramdeni txevadi clori chavasxa?

    ReplyDelete