Wednesday, September 3, 2014

დამატებითი ქიმიური საშუალებები: კოაგულანტი/ფლოკულანტი და ალგიციდი

როგორც უკვე ვახსენეთ, ქვიშის ფილტრები მხოლოდ გარკვეული ზომის ნაწილაკებს იჭერენ. უფრო მცირე ნაწილაკებისთვის კი საჭიროა კოაგულაცია, იმისთვის რომ ერთმანეთს შეაწებოს და აქციოს ფილტრისთვის საჭირო ზომებად. ფლოკულაცია კოაგულაციის სახეობაა, რომლის დროსაც წარმოიქმნება ფხვიერი ფანტელივით აგრეგატები. კოაგულანტები ფლოკულანტებისგან (ფლოკი) განსხვავდება ფორმით, სიმკვრივით და წარმოქმნილი ნაწილაკების ზომით. პრაქტიკაში ამ განსხვავებას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, კოაგულანტებს ეძახიან ფლოკულანტებს და პირიქით.
კოაგულანტის შედეგად სუსპენზიური ნაწილაკები მსხვილდებიან და ფილტრი უკვე ადვილად იჭერს მათ. ფლოკულანტის შედეგად კი ესეთი ნაწილაკები ნალექოვან ფანტელებად იქცევიან, რომელსაც შემდეგ ფილტრი წმინდავს. საზოგადოებრივ აუზებში აყენებენ ფლოკის/კოაგულანტის დოზირების ავტომატურ სისტემებს, რომლებიც პერიოდულად იფრქვევიან მილში მექანიკურ ფილტრამდე.
ასევე არსებობს "შოკური" კოაგულაცია, როცა გამორთული პომპის დროს,დაწყნარებულ წყალში ამატებენ კოაგულანტს და რამდენიმე საათში, წარმოქმნილ ნალექს იღებენ წყლის მტვერსასრუტის საშუალებით. შეიძლება ასევე ცირკულაციის რეჟიმში. დაუშვებელია ფილტრაციისას.

ალგიციდი – ქიმიური პრეპარატია ჰერბიციდების ჯგუფიდან, განკუთვნილი წყალმცენარეების საწინააღმდეგოდ, წყლის ფერის შესანარჩუნებლად. ადამიანისთვის უსაფრთხოა. საჭიროა პერიოდულად ვამატოთ წყალში. მანამდეც, სანამ ცარიელ აუზს წყლით ავავსებდეთ, მისი კედლები უნდა დავამუშაოთ ალგიციდით, განსაკუთრებით ღია აუზებში.ალგიციდში დასველებული ნაჭრით გავწმინდოთ კუთხეები, კედლები, და შემდეგ უკვე ავავსოთ წყლით. თუ გვეზარება მაშინ "შოკური" დოზა გახდება საჭირო თავიდანვე.

Tuesday, September 2, 2014

იონიზაცია

იონიზაცია – ეს არის ნივთიერების უმცირესი ნაწილაკების განცალკევების პროცესი.ფილტრაციის სისტემაში მოთავსებულ
ელექტოდების ბლოკში, სუსტი დენის ზემოქმედებისას ხდება სპილენძის და ვერცხლის იონების გამოყოფა. წყლის ნაკადით ეს იონები ხვდებიან აუზში. ვერცხლის იონები ანადგურებენ ბაქტერიებს და ვირუსებს, სპილენძის იონები კი ხელს უშლიან წყალმცენარეების წარმოქმნას.ასევე წყალი სუფდავება სხვა ზედმეტი შენაერთებისგან.

+
პროლონგირების უნარი ( სპილენძის და ვერცხლის იონები დიდი ხნით რჩებიან აქტიურ მდგომარობაში და წმინდავენ წყალს, რაც ნაკლებად საჭიროს ხდის დამატებით დეზინფექციას ქიმიური რეაგენტებით, კერძოდ ქლორით.

აუზის წყლის ხარისხი შესაბამისობაშია სასმელის წყლის ხარისხთან.

იონიზატორისა და ოზონატორის კომბინაცისას შეგვიძლია საერთოდ გამოვრიცხოთ ქლორი. (დიდი ზომის აუზების გარდა)

არ აქვს სუნი,ალერგიული რეაქცია, არ აღიზიანებს კანს/თვალებს

სპილენძის იონები ასევე ასრულებენ კოაგულანტის ფუნქციას.


ბოლომდე არარის შესწავლილი მეტალის იონების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.
დიდ აუზებში მაინც საჭიროა დამატებით ქლორი
იონიზაციის სისტემა ცუდად ეწყობა სხვა სადეზინფექციო სისტემებთან.

ყველაზე გავრცელებულია იონიზაცია+ქლორირება, იონიზაცია+ოზონირება უფრო ნაკლებად ვინაიდან გაცილებით ძვირი ჯდება.

ელექტროლიზი და ულტრაბგერითი მეთოდი

ესეც თანამედროვე მეთოდია. მარილის ელექტროლიზის სისტემებში ქლორშემცველი რეაგენტი გამომუშავდება ჩვეულებრივი სუფრის მარილის (NaCl) ხსნარისგან. ელექტროლიზი ეს არის ფიზიკო–ქიმიური პროცესი, როცა სითხე (ელექტროლიტი), ელექტრული დენის ზემოქმედებისას იშლება დადებით და უარყოფით იონებად.

არსებობს მარილის ელექტროლიზზე დაფუძნებული სისტემის ორი ვარიანტი:

1.ელექტროლიზური მოწყობილებები, რომლებიც მუშაობენ გამდინარე ელექტროლიზის მეთოდით. აუზის წყალს უმატებენ მცირე რაოდენობით მარილს, იმისთვის მარილის ელექტროლიზის შედეგად გამომუშავდეს ძლიერი სადეზინფექციო საშუალება გაჯერებული აქტიური ქლორით. ამ დამჟანგავს თავისი მისიის შესრულების შემდეგ, შეუძლია ისევ უკან გადაიქცეს მარილად.
ე.ი აუზიდან წამოსული "დამარილებული" წყალი გაივლის ელექტროლიზერში; ელექტროქიმიური რეაქციისას წარმოიქმნება ახალი ქიმიური ელემენტები და შენაერთები – ქვექლოროვანი მჟავა(HClO),რომელიც დაჟანგვის მეთოდით სპობს ორგანულ ნივთიერებებს (მიკრობებს ბაქტერიებს ვირუსებს წყალმცენარეებს), წარმოადგენს წყალბადის (H2) რეაქციის პროდუქტს, რომელიც მოივლის მთლიან წყლის ზედაპირს, ასევე თავიდან მიღებული რეაქციის შედეგად დარჩენილი კომპონენტების NaOH და HCl მარილი (NaCl) და წყალი(H2O). ელექტროლიზის პროცესში ამ დროს მარილი განმეორებით გამოიყენება  და რეაქციის ციკლი იწყება თავიდან.
ქლორამინები ელექტროდებთან გავლისას ნადგურდებიან და გამოყოფენ ქლორს რომელიც შემდეგ თავიდან იქნება გამოყენებული.

2. ელექტროლიზური მოწყობილობები, რომლებიც გამოიმუშავებენ ქლორს ცალკე,რაიმე ტევადობაში. ამ დროს აღარ გვჭირდება მარილის ჩამატება აუზში. აიროვანი ქლორი წარმოიქმნება სუფრის მარილის ელექტროლიზის შედეგად სპეციალურ განყოფილებაში, შემდეგ კი მკაცრი დოზებით მიეწოდება აუზს. წყალში წარმოიქმნება ნატრიუმის ჰიპოქლორიტი.

+
ქლორირების ეფექტურობა.
ეკონომიურობა (სუფრის მარილის ხარჯი).
არ გვხდება ქლორი გადაჭარბებული დოზით, ვინაიდან ქლორი თანდათანობით გამომუშავდება.
საჭირო კონცენტრაციის შენარჩუნება სენსორების საშუალებით რომლებითაც აღჭურვილია ესეთი ტიპის სისტემები, რომელებიც უწევენ კონტროლს ქლორის შემცველობასაც და საჭირო რაოდენობით ქლორის გამომუშავებას დეზინფექციისთვის.
მცირე რაოდენობის მარილი კი სასარგებლოა კანისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის, ანტისეპტიკადაც ხომ ითვლება.


წყლის ზედაპირი რისკის ფაქტორის ქვეშ რჩება, ვინაიდან წყლის დეზინფექცია ხდება მხოლოდ მოწყობილობაში გავლის დროს. ბეტონის აუზის შემთხვევაში კუთხეებში,პირაპირებში, ნაკერებში ბინადრობს ძალიან ბევრი ბაქტერია რომლებსაც მარტო ქლორის შოკური დოზები უშველის.
ეს მეთოდი გავრცელებულია როგორც კერძო და საზოგადოებრივ აუზებში.სასტუმროს /სანატორიული ტიპის დაწესებულებების აუზებში.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––

რაც შეეხება ულტრაბგერით მეთოდს, ამ დროს ხდება უჯრედის გარსის გახეთქვა ულტრაბგერით, რის შედეგადაც ორგანიზმი იღუპება. ასევე შეუძლია გარკვეული ქიმიური შენაერთების განადგურებაც.მასზე არ მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მღვრიე წყალი, ხასიათი და მიკროორგანიზმების რაოდენობა. უფრო რთული სისტემაა,ფასიც ძვირია, და ვინაიდან ერთ–ერთი უახლესი მეთოდია ჯერჯერობით იშვიათად გამოიყენება.




წყლის დამუშავება ულტრაიისფერი გამოსხივებით

ამ დროისთვის უი(ულტრაიისფერი) გამოსხივება ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ურეაგენტო მეთოდია წყლის გაუსნებოვნებისთვის. უი გამოსხივებას შეუძლია შეაღწიოს უჯრედის კედელში, დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა)/ რნმ (რიბონუკლეინის მჟავა)–მდე, შთანთქავს მათ ნუკლეოტურ ნაწილს, რის შედეგაც პათოგენური მიკროორგანიზმების დნმ/რნმ კარგავს გამრავლების უნარს.

უი გამოსხივება გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ, შლის ორგანულ ნივთიერებებს.

მიკროორგანიზმებს არ უნვითარდებათ რეზისტანტულობა.
შლის ქლორამინებს.
უი დასხივება მაღალი დოზითაც, არ ცვლის წყლის ქიმიურ შემადგენლობას (დამჟანგავი მეთოდებისგან განსხვავებით), არ მიმდინარეობს მავნე ქიმიური შენაერთების წარმოქმნის გვერდითი პროცესი.
ეკონომიურია და უსაფრთხო.


უნდა ვაკონტროლოთ რკინის შემცველობა წყალში. საჭიროებისას უნდა გავწმინდოთ წყალი რკინისგან.
ზოგი ორგანიზმებს ახასიათებთ უი გამოსხივების მიმართ მდგრადობა.
თუ წყალში არსებობს მაღალდისპერსიული შენაერთი (ის რაც ძნელად იშლება), შეიძლება გადაეფაროს/ ერთგვარი ფარი გაუკეთოს სხვა მავნე მიკრობებს, რომლებიც ვერ მიიღებენ ულტრაიისფერ დასხივებას. ამ შენაერთების დასაშლელად იყენებენ სხვა ნივთიერებებს მაგ.ქლორს. წყლის ზედაპირიც ასევე დაუცველია,ვინაიდან მომენტალურად ასუფთავებს და არ გააჩნია პროლონგირების უნარი.
როგორც მიხვდით კომბინირებული მეთოდი აქაც იდეალური ვარიანტია, სადაც წყალი ჯერ დამუშავდება ქლორით, შემდეგ კი გაივლის ულტრაიისფერ სხივებს. საზოგადოებრივი აუზები ძირითადად კომბინირებულ მეთოდს იყენებენ, ხოლო კერძოებს შეუძლიათ ქლორის გარეშეც გაართვან თავი.


Monday, September 1, 2014

ოზონი

ოზონი წარმოადგენს აირს, ჟანგბადის ყველაზე აქტიური ფორმით. ითვლება ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ დამჟანგავად, სპობს ბაქტერიებს, სპორებს და ვირუსებს. ეს მეთოდი პრინციპში იგივეა რაც ბუნებრივი გზით გაწმენდილი წყალი, ოღონდ დასწრაფებულ ვარიანტში.

ოზონის ეფექტურობა გაცილებით მაღალია ვიდრე ქლორის ან ჟანგბადის. მაგ. პათოგენურ მიკროორგანიზმებს ანადგურებს 15–20 ჯერ, ბაქტერიების სპორულ ფორმებს 300–600–ჯერ სწრაფად ვიდრე ქლორი. პოლიომიელიტის ვირუსი კვდება ოზონის 0,45 მგ/ლ კონცენტრაციის დროს 2 წუთში, როცა ქლორის შემთხვევაში ორმაგი დოზის დროსაც კი მხოლოდ 3 საათში.
არ წარმოქმნის ქლორამინებს, შესაბამისად კანისა და თვალების გაღიზიანება გამოვრიცხეთ.ასევე არ ტოვებს არანაირ სუნს.
წყალს მატებს ცისფერ ელფერს (ქლორი– მწვანეს)
ზედმეტი დოზირება არ წარმოადგენს პრობლემას, ვინაიდან დამუშავების შემდეგ ოზონი იქცევა ისევ ჟანგბადად, ასევე არ წარმოქმნის არანაირ სხვა ზედმეტ შენაერთებს.

მინუსებს რაც შეეხება, ოზონს არ გააჩნია პროლონგირების (წყალში დიდი ხნით აქტივობის) უნარი ვინაიდან არასტაბილური აირია და სწრაფად იხსნება.
ეს მეთოდი უფრო ხარჯიანია ვიდრე ქლორით დამუშავება.
წყლის ზედაპირი ასევე რისკის ქვეშაა(როგორც მაგ. ულტრაიისფერი სხივებით დამუშავებისას), ვინაიდან გაუსნებოვნება ხდება მხოლოდ იმ წყლის რომელიც ოზონის სადეზინფექციო მოწყობილობაში გაედინება.
ტოქსიკურია შესუნთქვისას, კეტავს სასუნთქ გზებს და ამასთან ერთად ცეცხლსაშიშია/ფეთქებადია. ამიტომ ოზონთან მუშაობის დროს მაქსიმალურად უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება და დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები.

ყველაზე იდეალური ვარიანტია ოზონირებასთან ერთად მცირე დოზით ქლორის გამოყენებაც. ვინაიდან ქლორის კონცენტრაცია დაიცავს წყლის ზედაპირსაც და ხელს შეუშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გავრცელებას. ამ შემთხვევაში ქლორამინების წარმოქმნა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, არ იქნება არც სუნი არც თვალების/კანის გაღიზიანება. როგორც წესი ამ კომბინირებულ მეთოდს იყენებს ყველა საზოგადოებრივი აუზი.




ბრომი და აქტიური ჟანგბადი

        ბრომირების მეთოდი ითვლება ქლორირების ალტერნატივად. ისევე როგორც ქლორი, ბრომიც ჰალოგენურია და ძლიერი დაჟანგვით (წყლის დამუშავებით) გამოირჩევა.

მოქმედებს მიკროორგანიზმების ფართო სპექტრზე, ბრომი კლავს ვირუსებს,ბაქტერიებს,სოკოებს, ხელს უწყობს წყლიდან ორგანული შენაერთების მოშორებას. უფრო ეფექტურია წყალმცენარეების საწინააღმდეგოდ, ასუფთავებს წყლის ზედაპირსაც.

მაღალ PHზე მაგ. 8,0ზე წყლის გაუსნებოვნების ეფექტურობა შეადგენს 86% როცა ქლორის შემთხვევაში ამ დროს 33%–ია.

ბრომირება არ მატებს წყალს სიხისტეს.
დიდი ხნით ინარჩუნებს აქტიურობას წყალში.
ბრომის შემცველი პრეპარატები არ აღიზიანებენ კანს და თვალებს.
ულტრაიისფერი სხივების მიმართ არიან რეზისტანტულები.
ბრომირების დროს არ წარმოიქმნება ტოქსიკური ნივთიერებები.
ბრომის შენაერთებს არ აქვთ სპეციფიური სუნი.

ეფექტურობით დგას ქლორისა და აქტიური ჟანგბადის შუა, ამიტომ ბრომი ყოველთვის ვერ უმკლავდება დიდი მოცულობის აუზებს. ფასიც გაცილებით ძვირია.

და სწორედ ამ ძვირადღირებულობის გამო, ყველა მისი დადებითი მხარეების მიუხედავად, არ არის იმდენად პოპულარული და ძირითადად გამოიყენება მცირე ზომის აუზებში/ სპა ჯაკუზებში.

წყლის გაუსნებოვნება აქტიური ჟანგბადის მეშვეობით

მოქმედების პრინციპი ასეთია: წყალში იფრქვევა ჟანგბადშემცველი რეაგენტი, რომელიც იხსნება, გამოყოფს ჟანგბადს და სპობს ბიოლოგიურ დაბინძურებებს. ეფექტურია მიკროფლორის წინააღმდეგ. არ აღიზიანებს თვალებს / კანს ვინაიდან არ წარმოშობს ქლორამინებს და სხვა მავნე პროდუქტებს.

წყლის 28 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე დაჟანგვის ეფექტურობა მცირდება.
ქლორთან შედარებით უფრო ძვირია.მალე იშლება, ანუ მოკლევადიანი აქტივობა აქვს წყალში და შესაბამისად ითხოვს უფრო მეტ დოზებს.
ჟანგბადშემცველი რეაგენტის (წყალბადის ზეჟანგი/პერეკისი)გადამეტებული დოზირების შემთხვევაში კი ჯანმრთელობისთვის უფრო მძიმე შედეგებია მოსალოდნელი ვიდრე გადამეტებული დაქლორვის დროს.
ასევე საჭიროებს ხოლმე პერიოდულ ქლორირებას.
ეფექტურია დახურული, პატარა მოცულობისა და მცირე დატვირთვის მქონე აუზებისთვის.


Saturday, August 30, 2014

ქლორი

      ქლორირების/დაქლორვის მეთოდი ყველაზე გავრცელებულია როგორც კერძო ისე საზოგადოებრივ აუზებში, ვინაიდან არის ეკონომიური, სპობს თითქმის ყველა საშიშ ბაქტერიას და აქვს თვისება დიდი ხნით შეინარჩუნოს თავისი აქტივობა წყალში. ასევე ამუშავებს წყლის ზედაპირსაც (ოზონირებისგან,ულტრაიისფერი სხივებით დამუშავებისგან, ელექტროლიზისგან განსხვავებით, სადაც ის წყალი მუშავდება,რომელიც სადეზინფექციო მოწყობილობას გაივლის, ხოლო ზედაპირი ასე თუისე დაუცველი რჩება)

მისი წყალში გახსნის შემდეგ (РН (7,0-7,4) წარმოიქმნება 
ჰიპოქლორიტ–იონები და ქვექლორმჟავა (HClO3). წყალში მათ ჯამურ შემცველობას ეძახიან თავისუფალი ქლორს (მის დონეს)

თავისუფალი ქლორი იწყებს წყალში არსებული პათოგენური მიკროორგანიზმებისა და 

სხვადასხვა დამაბინძურბელი ნაწილაკების განადგურებას. ამასთანავე ინადგურებს თავსაც და წარმოქმნის გარკვეულ აზოტშემცვლელ ნივთიერებებს (ორგანულ და არაორგანულ ქლორამინებს). ქლორამინების წარმოქმნის მთავარი მიზეზი კი აუზის მომხმარებლების მიერ წყალში შემოტანილი ამიაკის შემცველი და სოკოვანი ნაწილაკებია (თუნდაც ოფლი,შარდი,კრემები და სხვ) ამ "ქლორამინებიან ქლორს" უწოდებენ შეკავშირებულ ქლორს.(მისი დიდი კონცენტრაციის შედეგია მძაფრი სუნი, თვალებისა და კანის გაღიზიანება)

წყალში თავისუფალი ქლორისა და შეკავშირებული ქლორის ჯამურ შემცველობას უწოდებენ საერთო ქლორს.


წყალში თავისუფალი ქლორის შემცველობა,სანიტარული ნორმების მიხედვით,უნდა იყოს 0,3–0,5 მგ/ლ. რაც სპეციალური ტესტერების (DPD 1) საშუალებით შეგვიძლია შევამოწმოთ.


შეკავშირებული ქლორი კი (რომელიც გამოითვლება საერთო და თავისუფალი ქლორის სხვაობით) არ უნდა იყოს 1,2 მგ/ლ –ზე მეტი. (DPD 3) [საერთო ქლორის 1/3ზე მეტი]

ე.ი წყალში მუდმივად წარმოიქმნება ქლორირების ტოქსიკური ნივთიერებები (ქლოროფორმი;ქლორამინი) და ყოველთვის მოგვიწევს მათთან ბრძოლა.


უფრო დაწვრილებით ქლორამინების წარმოშობის შესახებ/ეს პროცესი შეიძლება დავყოთ რამდენიმე სტადიად:

1) მონოქლორამინის (NH2Cl) წარმოშობა, რომელიც სტაბილური PH დროს, არ იწვევს თვალებისა და კანის გაღიზიანებას, არის უფრო გამძლე.

2) დიქლორამინის (NH2Cl) წარმოშობა, რომელიც ძლიერი გამაღიზიანებელი ქმედებით ხასიათდება, თუმცა არასტაბილურია და შეიძლება განადგურდეს მარტივად. (ქლორის დამატებით ან სხვადასხვა უქლორო დამჟანგავი საშუალებებით რომლებიც აიროვან აზოტს გამოყოფენ)

თუმცა არასწორი ქლორირების დროს ( PH დაბალი დონე, საერთო ქლორის ძალიან მაღალი შემცველობა) ჭარბობს აზოტის ტრიქლორიდის (NH2C3) წარმოშობის პროცესი, რომელიც ყველაზე ძლიერი გამაღიზიანებელი ქმედებით გამოირჩევა ქლორამინთა შორის.
 თუ წყალში ძალიან ბევრი სოკოვანი ბუნების (ცხიმი,ოფლი, კრემი დასხვ.) ორგანული დამაბინძურებელი შენაერთია, მაშინ ქლორით დაჟანგვის დროს წარმოიქმნება უკვე ორგანული ქლორამინები, რომლებიც გაცილებით მყარი და სტაბილურია, გამოირჩვა გამაღიზიანებელი ქმედებით და რაც მთავარია ქლორი ვეღარ ანადგურებს მას, პირიქით, უფრო აძლიერებს.
ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება უფრო ძლიერი დამჟანგავი საშუალებებით (მაგ. ოზონირება), აქტივირებული ნახშირის ფილტრით და აუზის დატვირთვის შემცირებით.


ქლორირებით არ ნადგურდება სპორის წარმომქმნელი მიკროორგანიზმები (მაგ.,ოზონირებასთან განსხვავებით)

წყალში ქლორის მუდმივი შემცველობის შედეგად გარკვეული პათოგენური მიკრობები იწყებენ ამ კონცენტრაციასთან ''შეჩვევას'', ამიტომ ზოგჯერ გვიწევს დეზიფენქციისას ქლორის  დოზის გაზრდა (შოკური ქლორირება) [დაახლ. 5ჯერ.]


წყლის გაუსნებოვნებისას ყველაზე ხშირად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც დაფუძნებულია შემდეგზე:


1. ქვექლორმჟავის მარილები – დაფუძნებულია ჰიპოქლორიტზე


2.ქლორწარმოებული იზოციანურის მჟავა – ქლორ–იზოციანურიტზე


3.სადეზინფექციო საშუალებები დაფუძნებული ჰიპოქლორიტზე.


ჰიპოქლორიტები არაორგანული მარილებია რომლებიც არ შეიცავენ ქლორის ისეთ ორგანულ სტაბილიზატორებს(იზოციანურის მჟავას), რომლებიც ხელს შეუშლიდნენ ქლორის ნაადრევ დაშლას განსაკუთრებით ღია აუზებში, მზის/ მაღალი ტემპერატურის გამო.



ნატრიუმის ჰიპოქლორიტზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალებები:


წარმოადგენენ მომწვანო–მოყვითლო გამჭვირვალე სითხეებს, შენახვის ვადით 6 თვემდე. შეიცავენ 12% აქტიურ ქლორს. ტუტოვანი სითხეებია (PH 12-13) ამიტომ მოგვიწევს ასევე  PH მინუსის ხმარებაც.


ლითიუმის ჰიპოქლორიტზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალებები:


ეს მშრალი პრეპარატია, შენახვის ვადით 2 წლამდე, შეიცავს 20–25% აქტიურ ქლორს.

ადვილად იხსნება წყალში, არ აქვს მძაფრი სუნი და ფაქტიურად გავლენას არ ახდენს PH ზე. მართალია ლითიუმის ჰიპოქლორიტში ნაკლებია აქტიური ქლორის შემცველობა კალციუმის ჰიპოქლორიტთან (60%) შედარებით, მაგრამ აქვს უპირატესობა – არ მოქმედებს წყლის სიხისტეზე.

იზოციანურიტზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალებები:


ქლორ–იზოციანურატები არის მშრალი ორგანული პრეპარატები შენახვის ვადით 3 წლამდე. მისი მთავარი კომპონენტია დიქლორიზოციანური მჟავის ნატრიუმის მარილი ან ტრიქლორციანურის მჟავა. 


დიქლორიზოციანურზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალებები შეიცავს აქტიური ქლორის 60%–ს. სწრაფად იხსნება წყალში. გამოიყენება სწრაფი "შოკური" ქლორირების დროს.


ხოლო ტრიქლორციანურზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალებები, ნელა იხსნებიან წყალში, შეიცავენ 90% აქტიურ ქლორს. გამოიყენება "უწყვეტი''/ ხანგრძლივი (ეს პროცესი ნიშნავს მაგ. სკიმერის კალათაში მოთავსებულ ქლორის ტაბლეტებს რომლებიც რამდენიმე დღე დნებიან და ინარჩუნებენ აქტიური ქლორის მუდმივ კონცენტრაციას წყალში) დეზინფექციისთვის. 


   ეს პრეპარატები უკვე შეიცავენ იზოციანურის მჟავას – ქლორის სტაბილიზატორს. მათი გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ რომ: წყლის გაუსნებოვნებისას თავისუფალი ქლორი, წარმოქმნილი ქლორ–იზოციანურის ჰიდროლიზის (რთული ნივთიერების დაშლა წყლის ზემოქმედების შედეგად) შედეგად, პათოგენური მიკრობებთან ბრძოლისას, მუდმივად იხარჯება.იზოციანურის მჟავა კი არსად არ ქრება, გროვდება წყალში და მისი ზედმეტი შემცველობისას მოქმედებს არა როგორც სტაბილიზატორი, არამედ პირიქით, აფერხებს ქლორს და შემდეგში ქლორ–იზოციანურის დამატებისას დეზინფექციის პროცესი კარგავს ეფექტურობას.


ასევე იზოციანურის მჟავის დიდი შემცველობამ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს/უარყოფითად იმოქმედოს ავტომატური დოზირების სისტემებაზე (რომლებიც ასევე აკეთებს წყლის ანალიზს/რეგულაციას)


მოკლედ, უნდა ვაკონტროლოთ იზოციანურის მჟავის შემცველობა წყალში, და საჭიროების შემთხვევაში, შევამციროთ მისი რაოდენობა აუზში – ახალი წყლის დამატებით ან გამოვიყენოთ ისეთი ქლორის შემცველი საშუალება,რომლებიც არ შეიცავს იზოციანურის მჟავას და ასევე "სტაბილიზატორიც" – ცალკე.



წყლის გაუსნებოვნებისას ყველაზე ხშირად გამოყენებულ ქლორშემცველი პრეპარატების მთავარი ელემენტებია:

1. აიროვანი ქლორი (მას უფრო და უფრო იშვიათად იყენებენ, მართალია ეფექტურია თუმცა ამავდროულად საშიშია, მომწამველია და სპეციალურ ბალონებშია შეკუმშული რომელთანაც ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს.)
2. ქვექლოროვანი მჟავის არაორგანული მარილები – ჰიპოქლორიტი (ნატრიუმი კალციუმი, ლითიუმი)
3.ქლორწარმოებული იზოციანურის მჟავა – ქლორ–იზოციანურატები (დიქლორიზოციანურის მჟავის ნატრიუმის მარილი, ტრიქლორიზოციანურის მჟავა.





კალციუმის ჰიპოქლორიტის დოზაცია წყალში [Ca(ClO)2] როგორც წესი ხდება ხელით, მანამდე ვიღებთ რაიმე სუფთა ჭურჭელს და წინასწარ ვაზავებთ თბილ წყალში. ხელით იმიტომ რომ ავტომატური დოზაციის სისტემამ შეიძლება ბოლომდე ვერ გახსნას მშრალი აგენტი და გაჭედოს თავისივე ინჟექტორები,მფრქვევანები და ა.შ
იყიდება მშრალი სახით: ფხვნილი, გრანულები, ტაბლეტები. აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციაა 50–70%. ამ პრეპარატში არსებული კალციუმი ზრდის წყლის სიხისტეს.

ნატრიუმის ჰიპოქლორიტი [NaClO], კი თხევადი სახით გვხვდება წარმოებაში, განკუთვნილია ავტომატური დოზაციის სისტემებისთვის, აქვს მიდრეკილება კოროზიისკენ. გაცილებით იაფია კალციუმის ჰიპოქლორიტზე.

არაორგანული თხევადი ქლორი დახურული აუზებისთვის/ ავტომატური დოზირების სისტემებისთვის გამოიყენება, ვინაიდან მზის ულტრაიისფერი სხივები უარყოფითად მოქმედებს მის აქტივობაზე წყალში.(აქტიურ ქლორს აქცევს შეკავშირებულად) ღია აუზის შემთხვევაში დამატებით საჭიროა სტაბილიზატორი – იზოციანურის მჟავის სახით ან ორგანული მშრალი ქლორი რომელიც ისედაც შეიცავს იზოციანურის მჟავას.







HClO – ქვექლოროვანი მჟავა; KClO– ჰიპოქლორიტი
HClO2 – ქლოროვანი მჟავა; KClO2– ქლორიტი
HClO3 – ქვექლორმჟავა; KClO3 – ქლორატი
HClO4 - ქლორმჟავა;

აქტიური ქლორი Active chlorine (Residual chlorine) ქვექლოროვანი მჟავის კონცენტრაციის ბალანსი -[HClO]
თავისუფალი ქლორი Free chlorine Total residual chlorine (Total free chlorine) -[HClO] + [ClO-] + [Cl2]

შეკავშირებული ქლორი Combined chlorine [NH3-nCln]+[R-NH2-nCln]
остаточный хлор

საერთო ქლორი Total chlorine [Cl2]+[HClO]+[ClO-]+[NH3-nCln]+[R-NH2-nCln], 
სადაც R-ორგანული მოლეკულა; n=2 – დიქლორამინი;n=1 – მონოქლორამინი


Хлор благодаря своим окислительным свойствам проявляет также консервирующий эффект (эффект последействия), контролирует вкусовые свойства и запах воды, обесцвечивает ее. Все эти эффекты являются следствием соответствующих химических реакций между так называемым «активным хлором» и соответствующими неорганическими и органическими веществами.
Активный хлор – это содержание свободной хлорноватистой кислоты (HOCl) – одной из химических форм хлора, образующейся при растворении молекулярного хлора (Cl2) в воде: Cl2 + H2O = HOCl + HCl.
Активный хлор имеет сильные окислительные свойства. За счет разложения HOCl на свете или просто выше 30 °С образуется атомарный кислород: HOCl = HCl + O, который и проявляет сильное обеззараживающее действие, убивает микробы и разрушает их токсины. Активный хлор также обесцвечивает различные органические красители (искусственные и естественные).
Таким образом, при растворении в воде большая часть хлора расходуется на реакции с различными веществами и часть остается – это т.н. остаточный хлор. Остаточный хлор находится в виде смеси различных форм, которые в свою очередь относятся к свободному хлору (свободный остаточный хлор) и связанному хлору (связанный остаточный хлор). 
Хлор дезодорирует воду, окисляя сероводород и другие серосодержащие соединения (маркаптаны, органические сульфиды и др.):
H2S + 4Cl2 + 4H2O = H2SO4 + 8HCl
СH3SH + 3ClO-= СH3SO2OH + 3Cl-
R-S-R '+ ClO- R-SO-R' и/или R-SO2-R'
Хлорирование предупреждает рост водорослей, поддерживает чистоту фильтров и т.п. Ни одно из других альтернативных средств не может сравниться с хлором в универсальности и простоте использования.
Однако, при несоблюдении норм применения, а также без контрольных замеров уровня хлора хлорирование может быть опасным для здоровья человека и вредным для окружающей среды. Так, высокая концентрация хлора в бассейнах вызывает раздражение слизистых оболочек, появление неприятного запаха, а в воде может привести к отравлению. Слишком низкая концентрация хлора не обеспечивает должной дезинфекции и способствует распространению инфекций.
Поэтому контроль за содержанием хлора имеет важное значение для проведения обеззараживания питьевой воды и сточных вод, бассейнов. Контролировать этот показатель можно с помощью приборов – хлорометров. С информацией о хлорометрах можно ознакомиться на страницах лабораторного портала Labprice.ua.
Для измерения уровня хлора в любой воде подойдут водонепроницаемые хлорометры Ezodo 6741 и Ezodo 6742. Главное отличие этих хлорометров заключается в том, что хлорометр Ezodo 6741 определяет лишь уровень свободного хлора (диапазон 0-2,5 ppm), а хлорометр Ezodo 6742 – уровень свободного (0-2,5 ppm) и общего хлора (0-3,0 ppm) в воде. Измеряемые показатели очень важны для дезинфекции. Поскольку свободный хлор – это тот хлор, который еще не прореагировал с органическими и инфекционными загрязнителями и способен обезвредить их. Он обладает большой окислительной способностью, за счет которой и происходит обеззараживание воды. Уровень общего хлора – это общее количество связанного и свободного хлора. Содержание связанного хлора не должно превышать треть от уровня общего хлора.
Следует заметить, что владельцам бассейнов, кроме уровня хлора, измеряемого хлорометром, необходимо контролировать и такой параметр, как рН воды. От уровня водородного показателя зависит способность хлора дезинфицировать воду. Так, при высоком уровне pH (выше 7,6) несколько снижается уровень активного хлора, что снижает эффективность хлорирования.
При низком уровне рН равновесие процесса диссоциации хлора сдвигается в сторону образования выходного хлора, активнее выделяется из воды, вызывая появление резкого запаха: HOCl + H + + Cl-= Cl2 + H2O.
К тому же хлор (Cl2), который при этом выделяется, способен не столько окислять органические соединения, сколько хлорировать их, вызывая появление вредных для здоровья хлорорганических соединений. Т.е. показатель рН воды должен находиться в определенном безопасном интервале, что легко контролировать с помощью рН-метров.